18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
აი ასე გაირბენ-გამოირბენენ - ლევან ვასაძის მხარდამჭერებს შსს-სთან ლგბტ თემის წარმომადგენლები აღარ დახვდნენ

ლევან ვასაძის მხარდამჭერები შსს-ს შენობასთან მივიდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს ლგბტ თემის წარმომადგენლები აღარ დახვდნენ. პრაიდის აქცია შსს-სთან უკვე დასრულდა. 

ლევან ვასაძის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ პრაიდის ჩატარებას. ისინი ითხოვენ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერო და კანონით აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ასევე არ მიეცეთ მათ უფლება დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურებში.

„ჩვენთვის მიუღებელია დაანონსებული პრაიდის გამართვა. აი ასე გაირბენ-გამოირბენენ. მიუღებელია წაბილწვა. გავიგეთ, რომ თქვეს შედგაო, ვულოცავ გარყვნილების პროპაგანდას. ეს პრაიდი არ არის და თუ არის პრაიდი მით უარესი მათთვის. ჩვენ ვითხოვთ მთავრობისგან კონსტიტუციის დონეზე, ჩაიწეროს კანონმდებლობაში, აიკრძალოს პროპაგანდა ბილწი ჰომოსექსუალიზმის. აეკრძალოთ ჰომოსექსუალებს მუშაობა სკოლაში, ჯარში, სახელმწიფო სამსახურში,“-განაცხადა  გურამ ფალავანდიშვილმა. 

დღის ამბები