18 დეკემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"რუსთავი 2"-თან შეკრებილები "კურიერის" ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მათ ფიზიკურად ეხებიან

"რუსთავი 2"-ის შენობასთან ამ წუთებში მოქალაქეთა გარკეული ჯგუფია შეკრებილი. ისინი განსაკუთრებით აგრესიულები არიან "კურიერის" ჟურნალისტების მიმართ და მათ ფიზიკურადაც კი ეხებიან.

აქციის მონაწილეები "კურიერის" შეკითხვებს არ პასუხობენ, შესაბამისად, გაურკვეველია თუ რატომ მოვიდნენ ტელეკომპანიასთან, მაშინ როდესაც "რუსთავი 2"-მა განაცხადა რომ გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ რომ "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტოს. ისინი ასევე ითხოვენ რომ „გადადგნენ“ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია. 

დღის ამბები