25 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
"რუსთავი2" -ის წინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება - ადგილზე ძალიან ცოტა სამართალდამცველია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-თან საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. შეკრებილები უკვე მეორე დღეა გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს აპროტესტებენ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. 

მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი სწორედ გაბუნიას პუტინის მიმართ გაკეთებულმა ამ განცხადებამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გიორგი გაბუნიამ სამაუწყებლო კომპანია დატოვოს, ასევე გადადგეს თანამდებობიდან არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

„რუსთავი2“-თან შეკრებილი აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან.

მათ ასევე აინტერესებთ, რას აკეთებდა „რუსთავი2“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, რომ რუსული აგრესიის გაპროტესტება არ შეიძლება, რადგან ის დიდი სახელმწიფოა. აქციის უფრო რადიკალური ნაწილი, პუტინის გინების გამო, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკავებას ითხოვს.

„შეიძლება ასე ელაპარაკოს ამხელა სახელმწიფოს? ხომ შეიძლება მოელაპრაკოს და სიმშვიდე დააწყნაროს. ზღვაზე გაუშვით, ზღვაზე,“-ამობენ ისინი.

აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, მათ ხელით ეხებიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

"რუსთავი2"-ის წინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ წუთებშიც იზრდება, ადგილზე ძალიან ცოტა სამართალდამცველი დგას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები