16 მარტი 2025,   13:10
ვრცლად
ვასაძის მხარდამჭერები პარლამენტთან კარვების გაშლისთვის ემზადებიან 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რუსთაველის გამზირზე მყოფი რადიკალთა ჯგუფები, ე.წ. სახალხო ლეგიონის წევრები, ქალაქის ცენტრში აქციის გამართვას დღესაც აპირებენ და კარვების გაშლისთვის ემზადებიან. მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს, როგორც თავად ამბობენ,  გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

      აქციის ორგანიზატორები ნინო ბურჯანაძეს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.  განცხადება სიტყვით გამოსვლისას სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.  მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, მივიდეს მათ ორგანიზებულ  აქციაზე.

      „რაც უფრო მეტი ვიქნებით, ჩვენი მოთხოვნა რა თქმა უნდა დღის განმავლობაში მეტ და დიდ ლეგიტიმაციას შეიძენს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი მეგობრები მოდიან დასავლეთ საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან. ჩვენ ვაპირებთ კარვების გაშლასაც თუკი ამის საჭიროება გახდება.

      ჩვენ აუცილებლად შევქმნით იმ სტაციონარს, მნიშვნელოვან საყრდენ წერტილს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ხელისუფლება,“-ამბობს ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

      დღის ამბები
      მეტი