19 დეკემბერი 2024,   03:14
ვრცლად
თავდასხმები ვასაძის მხარდამჭერების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებზე - ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს 

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, შს სამინისტროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი. 

გუშინ, ლევან ვასაძის მხარდამჭერები, ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე წევრს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს დაზიანებები ქამრით აქვს მიყენებული. ნინო ლომჯარია ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილთა მხრიდან განსაკუთრებულ აგრესიაზე ამახვილებს ყურადღებას.

„სამწუხაროდ ამ აქციაზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ადამიანები,  მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ. ასევე დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტიც, იმ აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს და მე მოვუწოდებ შს სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება აღნიშნული ფაქტის გარშემო და  იდენტიფიცირება მოახდინოს იმ პირების, რომლებმაც იძალადეს ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ,მ“-ამბობს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები