19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
პარლამენტთან პოლიცია ჩააყენეს - ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები ტერიტორიაზე არ უშვებენ 

სამართალდამცველებმა ლევან ვასაძის მხარდამჭერებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს, თუმცა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ტრიბუნასთან მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სრული გაუგებრობაა სამართალდამცველთა რიგებში, რაც იმას ნიშნავს,რ ომ მათი ხელმძღვანელობა პანიკასა და ქაოსშია.

„გაუგებარია, ხალხს უნდათ მიაღწიონ მეგობრებამდე, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე ალყაში იყვნენ, ბოთლებს ესროდნენ... ქაოსი და პანიკა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში შს სამინისტროში, ამ პოლიციელების მდგომაროებაში შევდივარ,“-ამბობს გიგა ბოკერია.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიცია, როგორც ჰომოფობიური აქციის ასევე, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვს.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, არსებობს პირობა, რომ ტრიბუნასთან ალყაში მოქცეული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე 24 საათია იქ იმყოფებიან სხვა მონაწილეებით ჩანაცვლდნენ. თუმცა, მისი თქმით,  პოლიცია ამის საშუალებას აღარ აძლევს აქტივისტებს.

"18-19 საათი მიმდინარეობდა პოლიციასთან მოლაპარაკება, მანამ არ წამოვედით, სანამ კონტრაქცია არ დაიშალა. პოლიცია დაგვპირდა, რომ ჩვენი ორგანიზატორების მეორე ნაწილი შევიდოდა, რომ დაეწყო საღამოსთვის მზაობა. მაღალი რანგის პოლiციელები დაგვპირდნენ. თუ ჩვენებს არ შეუშვებენ არ წავალთ და გავაგრძელებთ პროტესტს. თუ ამ დონეზე გვატყუებენ, არ მგონია,“-ამბობს გიგა მაქარაშვილი.

აქციაზე მყოფი პოლიტიკოსების თქმით, ჰომოფობიური აქციის დაშლა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ახალგაზრდების გამარჯვებაა. 

უკვე ცნობილია, რომ ახალგაზრდები პროტესტის მე-20 დღეს პარლამენტთან ტრადიციულად 19:00 საათზე შეიკრიბებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები