19 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
“ახლა ეს უკვე პირადული გახდა” - Washington Post-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

“ახლა ეს უკვე პირადული გახდა” - სტატიას ამ სათაურით Washington Post აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტის უხამსი განცხადებები ვლადიმირ პუტინის მისამართით, რომელიც თბილისში ორკვირიან ანტირუსულ დემონსტრაციების შემდეგ პირდაპირ ეთერში გაკეთდა, კრემლსა და საქართველოშიც დაგმეს.

ავტორი იხსენებს 2008 წლის ომს და წერს რომ რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედს წარმოადგენენ. სტატიაში წერია, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრი დაყოფა იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა ითამაშოს მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა.

“გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, რაც რუსეთს განარისხებს,“ -წერია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვა ხშირად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ბარომეტრად განიხილება. 

დღის ამბები