19 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
ტრამპი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს - აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ინგლისელ დიპლომატთან საქმე აღარ ექნება

დონალდ ტრამპი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი “Twitter”- ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ინგლისელ დიპლომატთან საქმე აღარ ექნება და მასთან არ ითანამშრომლებს.

დონალდ ტრამპმა "ბრექსიტის" გამო ტერეზა მეიც  გააკრიტიკა და ის ქაოსის შექმნაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა დაწერა, რომ ბრიტანეთს მალე ახალი პრემიერი ეყოლება, რაც ძალიან კარგი ამბავია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკას ლონდონის მიმართ წინ უძღოდა ბრიტანეთის ელჩის კიმ დეროკის წერილების გამოქვეყნება, სადაც ის ტრამპის ადმინისტრაციას უუნაროდ და არაკომპეტენტურად მოიხსენიებდა. დაუნინგ სტრიტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თავის დიპლომატს და მისი პირადი მიმოწერის უკანონო გამოქვეყნებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.

დღის ამბები