19 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
ანკარაში გარემოსდაცვითი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა 

ანკარაში საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებასა და არეულობაში გადაიზარდა. ვითარება თურქეთის დედაქალაქში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მასშტაბური მსვლელობა გარემოსდამცველებმა და სტუდენტებმა მოაწყვეს. ისინი ახალი სტუდენტური საცხოვრებელის აშენებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მერიამ კამპუსის ასაგებად რეკრეაციული ზონა შეარჩია და 4 ჰექტარის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაჩეხვა გადაწყვიტა. სტუდენტებმა გამწვანებულ ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და 55 დღის განმავლობაში მერიას გეგმის გადახედვისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ხელისუფლებამ სტუდენტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და პარალელურად ხეების გაჩეხვა დაიწყო. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მთავრობას ტყის გაჩეხვის უფლებას არ მისცემენ და მორიგ აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები