19 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
რემბრანტის „ღამის გუშაგს“ რესტავრაცია ჩაუტარდება

ამსტერდამის ეროვნულ მუზეუმში რემბრანტის ცნობილი შედევრის რესტავრავია დაიწყო.  „ღამის გუშაგი" უკვე მოათავსეს საგანგებოდ შექმნილ შუშის ოთახში, სადაც სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟდა.

პირველად ისტორიაში რესტავრაციის პროცესზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. სამუშაოები 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ტილოზე არსებული დეფექტების გამოსწორებაზე 12 სპეციალისტი იმუშავებს.

 1642 წელს შექმნილი ტილო მსოფლიო ფერწერის ერთერთ მთავარ შედევრად მიიჩნევა. ღამის გუშაგის განახლება ბოლოს 1975 წელს მოხდა, მაშინ მუზეუმის სტუმარმა ტილო დანით დააზიანა.

დღის ამბები