19 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ვაშინგტონში გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა

ვაშინგტონში გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა. შეერთებული შტატების დედაქალაქი და მისი შემოგარენი მთლიანად დატბორილია.

ნიაღვრების გამო გზებზე გადაადგილება შეუძლებელია. ამიტომ მძღოლებს მანქანების მიტოვება უხდებათ. დროებით დაიხურა ეროვნული არქივი.

შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. სტიქიამ პრობლემები შექმნა ვირჯინიაშიც, არ მუშაობს მეტრო. არლინგტონის ერთ-ერთ სადგურში წყალიც ჩავიდა.

ბოლო ერთი კვირაა ვაშინგტონში გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების პროგნოზით ამინდი გაუმჯობესებას ხვალიდან დაიწყებს.

დღის ამბები