19 მაისი 2024,   02:06
ვრცლად
ბათუმში სამი ჯიხური გაქურდეს - წაღებულია სუვენირები, სამაჯურები და ღვინოები

ქურდობა ბათუმში -  გამთენიისას, საბაგიროსთან მდებარე 3 ჯიხური გაქურდეს. წაღებულია სუვენირები, სამაჯურები და ღვინოები. მეპატრონეების თქმით, ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. დამნაშავეებმა ამავე ტერიტორიაზე მდებარე სხვა მაღაზიებიც გაქურდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ის არსებული არასრულწლოვანია. ამოღებულია მოპარული ნივთები. 

ფაქტზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები