19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
„გახარია სისხლიანი მინისტრი“, „გახარია წადი“ - აქცია-პერფორმანსი საბურთალოზე

„გახარია სისხლიანი მინისტრი“, „გახარია წადი“, „გახარია შენ სისხლში გაქვს ხელები,“ - ამ ტრანსფარანტებით მიმდინარეობს აქცია საბურთალოზე.

ყაზბეგი-თამარაშვილის მიმდებარედ მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე რამდენი წუთის განმავლობაში გაჩერდნენ და 20-დღიანი პროტესტის მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს.

მომიტინგეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

უკვე 20 დღეა, პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილია“ ყოველ საღამოს 19:00 საათზე იწყება. აქციაზე შეკრებილები 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს გმობენ და შს მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის და დუბინკების გამოყენებით დაარბია. მომიტინგეები საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები