19 მაისი 2024,   02:06
ვრცლად
„მძღოლი გამოუშვეს, თუმცა არ გამოგვატანეს მანქანა“ - ოპოზიცია კუთვნილი ავტომობილის და აპარატურის დაბრუნებას ითხოვს

პიკაპი, რომელშიც აქციის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკა იყო დამონტაჟებული, პოლიციას ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დრომდე არ გადაუცია. თავად ავტომობილის მძღოლი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს, სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. 

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული მძღოლი განყოფილებაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. ოპოზიციის წარმომადგენლები კუთვნილი ავტომობილის დროულად დაბრუნებას ითხოვენ.

„მძღოლი გამოუშვეს, თუმცა არ გამოგვატანეს მანქანა და აპარატურა, რომელიც მნიშვნელოვანი არის გახმოვანებისთვის და ამ წუთამდე არ ვიცით სად არის. შსს ამბობს, რომ ჩვენ ერთ-ერთ ფარეხში არის, საჯარიმოზე არის, თუმცა როდესაც ბელიაშვილზე მივიდნენ მინდობილობით, იქ მანქანა არ დახვდათ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

დილით, პარლამენტის წინ მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს კუთვნილი ავტომობილი ადგილზე აღარ დახვდათ. ისინი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ ეს აქციის ჩაშლის მიზნით გააკეთეს.

დღის ამბები