19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
საქართველოში თუ გონიერი ხალხი ცხოვრობს აუხსნას ექსტრემისტებს, რომ ჩვენთან ასე მოქცევა არ შეიძლება - დუმის დეპუტატი

საქართველოში თუ გონიერი ხალხი ცხოვრობს აუხსნას ექსტრემისტებს, რომ ჩვენთან ასე მოქცევა არ შეიძლება - ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი. 

ვიაჩესლავ მოლოდინის თქმით, დაუშვებელია ვლადიმერ პუტინის ისე მოხსენიება, როგორც ის ქართული ტელეარხის ეთერში მოიხსენიეს. რუსი დეპუტატი ამბობს, რომ საკითხი მკაცრად უნდა დაისვას. 

„ასეთი მიდგომა ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ დაუშვებელია. ეს საკითხი მკაცრად უნდა დავსვათ. თუ გონიერი ხალხი არსებობს საქართველოში მათ უნდა დააფასონ ჩვენთან ურთიერთობა.

მათ უნდა აუხსნან ექსტრემისტებს, რომ ჩვენთან ასე მოქცევა არ შეიძლება, თუ ჩვენ ვერ დავიცავთ საკუთარ თავს სხვა ჩვენ ვერ დაგვიცავს,“ - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ მოლოდინი.

დღის ამბები