13 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში, თითქმის, 3 ლარს აღწევს

ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზეა. ლარი დღეს უვე მეორედ გაუფასურდა. დოლართან მიმართებაში ერთი დღის განმავლობაში ლარი, თითქმის, 15 პუნქტით დაეცა. ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში, თითქმის, 3 ლარს აღწევს. 

TBC ბანკი ერთ ამერიკულ დოლარს 2.9800 ლარად ყიდის, ხოლო „საქართველოს ბანკში“ - 2.9710 ლარად.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:10 საათზე ერთი დოლარი 2.9325 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8401 კურსით დაიწყო. 

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები