19 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
მასშტაბური აქცია ანკარაში - დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს

ანკარაში საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებასა და არეულობაში გადაიზარდა. მასშტაბური აქცია, რომელშიც მონაწილეობას გარემოს დამცველები და სტუდენტები იღებდნენ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირის მეშვეობით დაშალეს.

დემონსტრანტები ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მერიამ კამპუსის ასაგებად რეკრეაციული ზონა შეარჩია და 4 ჰექტარის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაჩეხვა გადაწყვიტა. სტუდენტებმა გამწვანებულ ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და 55 დღის განმავლობაში მერიას გეგმის გადახედვისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

აქციის დაშლისთანავე ხელისუფლებამ ხეების გაჩეხვა დაიწყო. გარემოს დამცველები მორიგ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ მთავრობას ტყის გაჩეხვის უფლებას არ მისცემენ.

დღის ამბები