23 დეკემბერი 2024,   17:05
ვრცლად
პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველომ "მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია და მოაწყო ოსეთში გენოციდი“

„1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა,“ - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველო ოკუპანტია და მან აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. მისივე თქმით, ქართველებმა "ოსეთში გენოციდი მოაწყეს".

პუტინი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავს, რომ არ დაივიწყოს ეს, თუ უნდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა დაალაგოს.

„ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს 1774 წელს, მთლიანად, სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810-ში, როგორც დამოუკიდებელი სახელწმიფო, როგორც სამთავრო. არანაირი საქართველო არ ყოფილა. ეს იყო თბილისის გუბერნია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება. კარგი იქნება იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობა დაალაგოს.

„საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის, თავდაპირველად, ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც კი არ იყო. სტალინის დროს კი შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახდა აფხაზეთი. სხვათა შორის ჩვენი უფლებადამცველები ამაზე ყურადღებას არასდროს ამახვილებენ. უცნაურიც კია. სტალინის ბრძანებით, ენკავედემ ბერიას ხელმძღვანელობით, ძალიან სასტიკი ზომები მიიღო აფხაზებთან მიმართებით. ახლა არც მინდა ვახსენო. იმ მიზნით, რომ საქართველოს გადაეყლაპა ეს ტერიტორია და აფხაზი ხალხიც,“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი აგვისტოს ომზეც საუბრობს და ყველაფერს ქართულ მხარეს აბრალებს. პუტინი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, დაეცვა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობა.

„ეს მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა კი არა, უბრალოდ იგნორირება მოახდინა, როდესაც გააუქმა მთელი ავტონომია აჭარა, აფხაზეთი და ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა მიიყვანა აფეთქებამდე და ძმათა მკვლელ ომამდე. ყოველთვის ვარწმუნებდი სააკაშვილს და ვეუბნებოდი, მიხეილ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. არა, არავითარ შემთხვევაშიო. და რა ქნეს? წავიდნენ იქ ომით. შედეგი დღეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა,“ - განაცხადა პუტინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები