23 ნოემბერი 2024,   16:13
ვრცლად
თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს - არიან დაშავებულები

გვიან ღამით ერთ-ერთ კორპუსში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში ყუმბარა ერთ-ერთმა მოქალაქემ შეაგდო. მისი ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამ დაშავებულს, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

დღის ამბები