19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გააუქმა - უკრაინელი სამხედროების პრემიებზე 300 მილიონი გრივნა გადაირიცხება

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გააუქმა. ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, პომპეზური ღონისძიების დაფინანსების ნაცვლად, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს პრემიების სახით 300 მილიონი გრივნა ჩაერიცხებათ.

გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ “Facebook” გვერდზე, ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ.

დღის ამბები