19 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ოფიციალური მოსკოვის განცხადების მიუხედავად, რუსი სამხედროები ვენესუელაში რჩებიან

ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე ამ დრომდე ვენესუელაში რჩება. ამის შესახებ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების  სარდლობის ხელმძღვანელმა, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

კრეგ ფოლერის თქმით, ვენესუელაში რუსი სამხედროები მადუროს რეჟიმის მხარდასაჭერად იმყოფებიან და  ოფიციალური მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო შენაერთები არ გაუყვანია.

ვენესუელაში სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი ლეგიტიმურობა შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ქვეყნებმა მალევე სცნეს.

დღის ამბები