19 მაისი 2024,   15:19
ვრცლად
კანადაში მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 46 ადამიანი მოიწამლა

კანადის ერთ-ერთ სასტუმროში მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 46 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა ქალაქ ვინიპეგში მოხდა. კარბონის მონოქსით მოწამლულები, რომელთა შორისაც, სასტუმროს პერსონალიცაა, სამედიცინო კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, 15 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მაშველებმა შენობაში მყოფები სასწრაფოდ გამოიყვანეს. გამოძიება მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

დღის ამბები