18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
"შევალ ამ უწყებაში, რომელსაც მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ," - სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი მივიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი  მივიდა. გიორგი ოლქიევი შვილმოკლულ მამასთან ერთად პარლამენტთან გაშლილ კარავში, თითქმის, ერთი წელია, ათენებს ღამეს. მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საქმეზე დაიბარეს მოწმის სტატუსით, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაუსვან შეკითხვები.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ, რაც ხდება, სავარაუდოდ, მაგასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული, მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია. შევალ ამ უწყებაში, რომელსაც მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ამ უწყებას არ ვენდობი და არც არასდროს ვენდობი. ამათ თავში რა ტრიალებს, რა აზრები ტრიალებს, არ ვიცი. სად აქვთ ჩანაწერები გაკეთებული, არ ვიცი, როდის აქვთ გაკეთებული ჩანაწერები, არ ვიცი. არასდროს არ ყოფილა ასეთი საუბარი ჩემი თანდასწრებით, მით უმეტეს იქ ქისტურ ენაზეა საუბარი, მე ეგ ენა არ ვიცი,“ - განაცხადა გიორგი ოლქიევმა.

 

დღის ამბები