19 მაისი 2024,   13:04
ვრცლად
აფეთქებული ხელყუმბარა ერთ-ერთ კორპუსში - ბრალდებულის ძმა დეტალებზე საუბრობს

ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაკავებული მიხეილ ჯირაშვილის ძმა გვიან ღამით პოლიციაში გამოიკითხა. "კურიერთან" ინტერვიუში ჯირაშვილი უარყოფს, რომ ის შემთხვევის დროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა და ამბობს, რომ არაფერი იცის თუ საიდან ჰქონდა ხელყუმბარა მისი ოჯახის წევრს. აფეთქება ერთ-ერთ კორპუსში, 2 დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"დეტალები აინტერესებდათ იმისა, რა ურთიერთობა გვქონდა, ვიცოდით თუ არა ფაქტთან დაკავშირებით. კორპუსის შესასვლელში შელაპარაკება მოუვიდა ბიჭებთან, არ ვიცი ისინი ვინ არიან და ამის შემდეგ გაულახავთ,"-აცხადებს გია ჯირაშვილი.

დღის ამბები