19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად ბანერს ფეხით გადაუარეს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად მას ფეხით გადაუარეს. აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

ივანიშვილი კლავს, დემოკრატია კვდება - ამ ინგლისურენოვანი წარწერებით და ტრანსპარანტებით დახვდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს ბათუმში ქართველი ახალგაზრდები. 

ბათუმელი ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ. ისინი გავრილოვის ღამის და ხელისუფლების განცხადებების გამო, მათ პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

Image may contain: one or more people and outdoor

ამავე თემაზე
დღის ამბები