19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება აბაშაში - სამოქალაქო აქტივისტებმა რკინიგზის ცენტრალურ ხიდზე შს მინისტრის სისხლიანი ბანერი გადმოფინეს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აბაშაში - სამოქალაქო აქტივისტებმა რკინიგზის ცენტრალურ გადასასვლელ ხიდზე შს მინისტრის სისხლიანი ბანერი გადმოფინეს. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პერფორმანსის ჩაშლა სამტრედიიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მუშა ჯგუფის მეშვეობით სცადეს. აქციის მონაწილეების მიერ ბანერის გაშლის პარალელურად მუშებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხიდის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დაიწყეს, რათა მომიტინგეების შეძახილები “გახარია, წადი!“ ჩაეხშოთ.

რკინიგზის ხელმძღვანელობის განმარტებით, ხიდის რეკონსტრუქციული და გაწმენდითი სამუშაოების შესახებ გადაწყვეტილება სპონტანურად იქნა მიღებული და დემონსტრანტების მხრიდან ბანერის გაშლა ასეთ ვითარებაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა.

სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე აქტივისტებმა ბანერის გადმოფენა მაინც მოახერხეს. აქციის დასრულებისთანავე შემთხვევის ადგილზე არც რკინიგზის ხელმძღვანელობა და აღარც მუშები აღარ იყვნენ.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.

დღის ამბები