19 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
წითელი სახვევი ვაჟა-ფშაველას ბიუსტს და მიმართვა ევროსაბჭოს პრეზიდენტს - აქცია პერფომანსი ბათუმში

ბათუმში, ვაჟა- ფშაველას ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს.  ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც ანტისაოკუპაციო აქციას უკვე 22 დღეა მართავენ.

ვაშა-ფშაველას ბიუსტს წითელი სახვევი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც  აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სიტყვის გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას ციტირება მოახდინა.

მათ ევროსაბჭოს პრეზიდენტს განცხადებითაც მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ადგას ევროპულ გზას. 

„ბატონო ტუსკი,

- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!

- ის სამ კვირაზე მეტია, უგულვებელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!

- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!

- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!

- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!

გახარია უნდა გადადგეს!,“-წერენ აქცია პერფომანსის ორგანიზატორები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები