20 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
სისხლიანი მინისტრია, ის უკვე აქლემის ტვირთია „ქართული ოცნებისთვის“ - ვალერი გელბახიანი

„სისხლიანი მინისტრია, ის უკვე აქლემის ტვირთია „ქართული ოცნებისთვის“ - ეს განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ვალერი გელბახიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრზე საუბრისას გააკეთა.

გელბახიანი ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი დარბევის გამო, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.

„ჩვენ გველაპარაკება დამნაშავე, მან დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა და ეს იქნება მისთვის ბრალდების წაყენების საფუძველი. მან თქვა, მე გავეცი ბრძანება, ერთი, აღიარა ხომ, მეორე, თქვა, რომ ჩემი პრესტიჟის ამოცანაა, რომ დავიჭირო პოლიტიკოსები, ანუ დანაშაულებრივი განზრახვა გაამჟღავნა... რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება წაუყენებს მას ბრალს,“ - განაცხადა გელბახიანმა.

გელბახიანი ასევე ეხმაურება დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაიბარეს გამოკითხვაზე. მისი თქმით, აღნიშნული გამოძიებაც საზოგადოების დაშინებას ემსახურება. ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გადატრიალებად შეფასდა.

„არანაირი საფრთხე იქ შეჭრის და გადატრიალების იქ არ ყოფილა, დაცული იყო პერიმეტრი, შიგნიდანაც და გარედანაც, სადაც არის ჭიშკარი, მას არავინ არ შეხებია,“ - ამბობს გელბახიანი.

დღის ამბები