23 დეკემბერი 2024,   16:12
ვრცლად
იმყოფებოდნენ თუ არა ელჩები დარბევის ღამეს პარლამენტში - საგარეო უწყების ორმაგი განმარტება

იმყოფებოდნენ თუ არა 20 ივნისის სისხლიან ღამეს ელჩები პარლამენტში და აკვირდებოდნენ თუ არა ისინი გიორგი გახარიასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს როგორც ამას შს მინისტრი ამტკიცებს - საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირები​​თ განცხადება ორჯერ გააკეთა.

უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა თავდაპირველად "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდა ვინმემ მოახდინა თუ არა მობილიზება დიპლომატების.

„რომელიც ელჩები, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას პირველად გვესმის რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენ ჩვენი უწყებით ამას ვერ დაგიდასტურებთ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მოგვიანებით ვლადიმერ კონსტანტინიდმა "რუსთავი 2"-ს სთხოვა ხელახლა ჩაეწერა, რადგან მისი პირველი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ამჯერად მან დაადასტურა გახარიას ნათქვამი და განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა. თუმცა იქვე განმარტა, რომ ფიზიკური მობილიზაცია ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მოუხდენია.

„ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათშორის თქვენი ეთერიდანც ჩანდა რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ არის მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა რომელიც ელჩი იმყოფებოდა მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა

ამავე თემაზე
დღის ამბები