26 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
„არ გელაპარაკები" - "ქართული ოცნების" დეპუტატი "კურიერის" ჟურნალისტს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „გამჭვირვალობის“ მონაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

ჯაფარიძეს „კურიერის“ კორესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, საიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არც ერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ ამ სიაშია, თუმცა მან ჟურნალისტთან კომენტარი არ გააკეთა.

„არ გელაპარაკები,“ - მიმართა ჟურნალისტს დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები