18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
სასულიერო პირები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ენაზე თარგმანის ინიციატივას დადებითად აფასებენ

სასულიერო პირები პოზიტიურად აფასებენ საპატრიარქოს განცხადებას ისტორიული მასალების სხვადასხვა ენაზე თარგმნის შესახებ, რათა საქართველოს ისტორიის გაყალბება აღარ მოხდეს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს მიერაა ოკუპირებული. მან ასევე ჩვენი ქვეყანა "ოსეთში გენოციდის მოწყობაში" დაადანაშაულა. 

„ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, მადლობა ღმერთს, რომ მოხდა ახლა და ითარგმნება სხვადასხვა ენაზე ჩვენი ისტორია, რომ ეს გაუგებრობა არ იყოს, ეს დაპირისპირება დამთავრდეს. მთავარია, თითოეულმა ქართველმა გაიგოს, ხალხმა იცოდეს ჩვენი ჭეშმარიტი ისტორია და აფასებდნენ იმ ისტორიას, რაც ჩვენ გაგვაჩნია და არა მარტო ისტორია, არამედ იმ მთავარ ფასეულობას, წმინდა სარწმუნოებას, რის გარეშეც ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

საპატრიარქო რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ, ინიციატივით გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის რუსულადაც ითარგმნოს და ასევე ყველა დაინტერესებულ პირს კონფერენციის მოწყობას სთავაზობს.

დღის ამბები