27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
ანკარა მზადაა, ვაშინგტონთან რუსულ S 400 ტიპის სარაკეტო კომპლექსთან დაკავშირებული საფრთხე განიხილოს

ანკარა მზადაა, ვაშინგტონთან რუსულ S 400 ტიპის სარაკეტო კომპლექსთან დაკავშირებული საფრთხე განიხილოს. განცხადება ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

მანამდე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შორის ნახევარსაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მიზეზი კი თურქეთში, ამერიკული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსული სისტემის პირველი პარტიის მიღება გახდა.

S 400 ტიპის კომპლექსი ანკარის საჰაერო ბაზაზე ჩაიტანეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თურქეთს ერთდროულად რუსული თავდაცვის სისტემა და ამერიკული F-35 ტიპის თვითმფრინავები ვერ ექნება.

დღის ამბები