18 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
"ფეისბუქი" 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა

Facebook-ის ხელმძღვანელობას რეკორდული ჯარიმის გადახდა მოუწევს. შეერთებული შტატების მარეგულირებელმა კომისიამ სოციალურ ქსელს 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა ე.წ. "კემბრიჯ ანალიტიკას" საქმეზე დააკისრა.

საუბარია ბრიტანული კომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც
ფეისბუქის" 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებას ეხება, რაც საბოლოო ჯამში რუსულმა პროპაგანდამ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის გამოიყენა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის დაჯარიმებას კომისიის 5-დან სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილება კი შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიიღოს. Facebook-ის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები