18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ქართველ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილი ისევ არ ელაპარაკება

ქართველ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილი ისევ არ ელაპარაკება. საქართველოს პრეზიდენტს „დოიჩე ველესთან“ გაკეთებული შეფასების განმარტება დღეს მედიის წარმომადგენლებმა სთხოვეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი შეკითხვას, ტრადიციულად, ისევ გაექცა.

„ეკლესიასთან დაკავშირებით თუ მკითხავთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიზებულია და ამაში ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ადანაშაულებს. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

 

დღის ამბები