27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა ნიუ-იორკში-დაზარალებულთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა

ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა ნიუ-იორკში. შემთხვევის შედეგად ყველაზე მეტი პრობლემა ქალაქის ცენტრალურ რაიონებს, მათ შორის მანჰეტენს შეექმნა, დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობამ კი 70 ათასს გადააჭარბა. ქალაქში გაითიშა შუქნიშნები, შეჩერდა მეტროს მუშაობა, გადაიდო თეატრალური წარმოდგენებიც, მათ შორის ჯენიფერ ლოპესის კონცერტიც. ავარიის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი ვერსიით, ის ტრანსფორმატორის აფეთქებამ გამოიწვია. ნიუ-იორკი 5 საათის განმავლობაში იყო ჩაბნელებული. ამ დროისთვის ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.

დღის ამბები