17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
აქცია დიღომში - ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს

აქცია დიღომში - ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს. ისინი კომპანია „ანაგის“ მიერ შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

ეს არ არის პირველი პროტესტი. მას შემდეგ, რაც ახალი გენერალური გეგმის მიხედვით საკრებულომ დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ - საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭა, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვა გაიცა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რესტორნის აშენების შემთხვევაში, ტყე-პარკი კომერციულ ზონად იქცევა და ადგილობრივებს აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ადგილობრივების პროტესტს უპასუხა დედაქალაქის მერის მოადგილემ. მაია ბითაძე ამბობს, რომ გეგმა მხოლოდ რეკრეაციულ მიზანს ემსახურება. მოხდება მხოლოდ ტყე-პარკში არსებული შენობის გაუმჯობესება და მისი ფუნქციის შეცვლა. იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად საგამოფენო ცენტრის მოწყობა.

დღის ამბები