19 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
საპროტესტო აქცია პარიზში შეტაკებებში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია პარიზში შეტაკებებში გადაიზარდა. ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დასრულებისთანავე, საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში ასობით ადამიანი მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდა. მომიტინგეებს ყვითელი ჟილეტების ნაცვლად ხელში ამავე ფერის ბუშტები ეჭირათ.

პოლიციამ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა. არიან დაშავებულები..

დღის ამბები