19 მაისი 2024,   14:23
ვრცლად
ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგი მოსკოვში, დაკავებებით დასრულდა

ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგი მოსკოვში, დაკავებებით დასრულდა.  2000-ზე მეტი ადამიანი საარჩევნო კომისიის შენობასთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც უწყებამ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერები გააუქმა. მომიტინგეების თქმით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა.

შეკრებილები ხელმოწერების კანონიერად აღიარებას და ოპოზიციის არჩევნებზე დაშვებას მოითხოვდნენ. პოლიცია მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდა სულ სამართალდამცველებმა 38 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები