19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ბირთვული შეთანხმება - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ვაშინგტონსა და თეირანს ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ვაშინგტონსა და თეირანს ბირთვული შეთანხმების გარშემო ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მათი ქმედებების შესაძლო შედეგები.

წერილში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების არსებობა დამოკიდებულია ირანის მიერ აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებაზე.

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებს.

დღის ამბები