17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ფოთის ,,კოლხეთი 1913" ფინანსური პრობლემების წინაშე - დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კლუბს 6 ქულა დააკლდება

საფეხბურთო კლუბი ფოთის ,,კოლხეთი 1913" ფინანსური პრობლემების წინაშეა. გუნდს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დასაფარად დღეს ბოლო ვადა აქვს, დავალიანება 45 ათას ლარს შეადგენს. გადაუხდელობის შემთხვევაში კლუბს 6 ქულა დააკლდება.

,,კოლხეთი 1913" ის გულშემატკივრები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ, ისინი მოითხოვენ ხელისუფლებამ დროულად გამონახოს ფინანსური სახსრები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მათი თქმით, თუ პრობლემა დროულად არ გადაიჭრება გუნდის სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდება. ფოთის მერიაში ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

დღის ამბები