17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
გახარია წადი! - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით ფლაერებს არიგებენ

პროტესტის 26-ე დღე - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, პარლამენტის წინ აქციის დაწყებამდე, თბილისსა და რეგიონებში ტრადიციულად სხვადასხვა აქტივობებს მართავენ.

ისინი თბილისი ქუჩებსა და მეტროებთან ფლაერებს არიგებენ, სადაც წერია, რომ 20 ივნისის აქციის დარბევისას სამმა ახალგაზრდა თვალი დაკარგა.

240-მა პირმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, ძირითადად სახის არეში. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 38 ჟურნალისტი. დააკავეს 305 მონაწილე, რომლებიც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ, დამნაშავეები კი დაუსჯელები არიან.

ფლაერის ბოლოში კი წერია აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა: „გახარია წადი!“

თბილისის გარდა ფლაერები, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, თელავსა და მარნეულში დარიგდება.

„ჩვენ არამხოლოდ ყოველ დღე პარლამენტთან შევიკრიბებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობას ყოველდღიურად მივაწვდით ინფორმაციას,იმ დანაშაულის შესახებ, რაც გახარიამ 20 ივნისს ჩაიდინა. არ შევწყვეტთ აქტივობას,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ჭარხალაშვილი.

დღის ამბები