თბილისში, პეკინის 13 ნომერში მდებარე "აიტექნიკსის" მაღაზია გაქურდეს. ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მაღაზიაზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა.
წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები მოზარდები, მათ შორის სავარაუდოდ ისევ არასრულწლოვნები არიან. თანამშრომლების ინფორმაციით, მათ მინის კარი ქვით ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში ისე შევიდნენ. ირკვევა, რომ ვიდეოკმერების ჩანაწერებიდან სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი.
"აიტექნიკსიდან" წაღებულია 5 ტელეფონი, ვიდეო კამერები და სხვა ძვირადღირებული ტექნიკა, ასევე აქსესუარები. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. ამ დროისათვის ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.