19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, ანკარა კვიპროსთან უკანონო ბურღვითი საქმიანობის შეჩერებას არ აპირებს 

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, ანკარა კვიპროსთან უკანონო ბურღვითი საქმიანობის შეჩერებას არ აპირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი არამხოლოდ გააგრძელებს ბურღვით სამუშაოებს, არამედ პროცესის გააქტიურებასაც აპირებს.

კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში ბურღვითი სამუშაოების გამო ევროკავშირმა თურქეთს დროებითი სანქციები დაუწესა. ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა ოფიციალურ ანკარასთან საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების განხილვა, ასევე აღარ ჩატარდება ასოცირების საბჭო და ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიალოგის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა მაღალი დონის მოლაპარაკებები. არ არის გამორიცხული ევროკავშირმა დამატებითი სანქციები უკანონო საქმიანობაში ჩართულ კომპანიებსა და კერძო პირებს დაუწესოს.

დღის ამბები