18 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
ქურდობა "აიტექნიქსში" - დამნაშავეები მოზარდები და არასრულწლოვნები არიან 

პეკინის 13 ნომერში მდებარე „აიტექნიკსის“ მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. წაღებულია მაკ ბუქები, აი მაკები და სტენდზე განთავსებული ტელეფონები. როგორც მაღაზიის სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. თანამშრომლების განცხადებით, თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ და შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს დამნაშავეთა იდენტიფიცირებაზე.

„პეკინის 13 ნომერში არსებული „აიტექნიკის“ მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. დილის 7-ის 15 წუთზე მოხდა. კამერებში ნათლად ჩანს 4 პიროვნება, რომლებიც ამტვრევენ შუშებს და მიაქვთ სტენდზე განთავსებული ტექნიკა. წაიღეს მაკ ბუქებიაიმაკები და სტენდზე განთავსებული ყველა ტელეფონი აბსოლუტურად. ნიღბები არ ჰქონდათ და ერთი პიროვნების სახე გამოკვეთილად ჩანს კამერებში“, - განაცხადა „აიტექნიკსის“ თანამშრომელმა მარიამ გულბანმა.

პეკინის 13 ნომრის მაღაზია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ გაქურდეს, თუმცა წინა შემთხვევისას შსს-ს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია. მაღაზიის ზარალი სავარაუდოდ 20 ათას ლარამდეა.

„პოლიცია ცხელ კვალზე აგეკიდა მძარცველებს. ტექნიკის ნაწილი გზაში დაყარეს, დაზიანდა ეს ტექნიკა და პოლიციამ შემდეგ დააბრუნა. როგორც ჩემთვის ცნობილია,  მათი ასაკი 14 წელს აღემატება, 17-18 წლის იქნებიან, ერთ პიროვნებას, კამერებში როგორც ვნახეთ, სახე უჩანს და იდენტიფიცირებაზე უკვე მუშაობს შსს“, - განაცხადა „აიტექნიკსის“ თანამშრომელმა,  ოთარ მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო. დამნაშავეების დაპატიმრების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები