18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ვატო გელაშვილი არის მსხვერპლი, მათ კი სურთ ვიღაცაზე ხელის შეწმენდა, როცა მთელი პარლამენტი დამნაშავეებით არის გატენილი - ქეთევან ენუქიძე

20 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულებს შორის ერთ-ერთი  ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილია

გამოძიება ამტკიცებს, რომ გელაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

სახალხო მოძრაობის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელი ამბობს, რომ ვატო გელაშვილის ბრალის დამტკიცებისთვის სამართალდამცველმა უწყებამ უნდა წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება, რომელიც გელაშვილის დანაშაულს ცალსახად დაადასტურებს. ქეთევან ენუქიძის თქმით, თავად დაკავებული 20 ივნისის ღამეს დაზიანდა. მას სნაიპერი დამიზნებით ესროდა.

„გვაჩვენონ პოლიციელი, გვაჩვენონ ის ქონება, რომელიც მან დააზიანა. თვითონ ვატო კი დაზიანებული იყო. როდესაც სნაიპერი დამიზნებით ესროდა, თავი რომ არ გაეწია თვალი ექნებოდა გამოთხრილი, იმიტომ რომ შუბლში მოხვდა. ამოიღონ ვიდეო სადაც ჩანს, როგორ ჩამოდიოდა მას სისხლი შუბლზე. ვატო იყო მსხვერპლი ამ აქციის. მათ თავისუფლად შეეძლოთ დაკითხვაზე დაებარებინათ.  მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ახლა ვიღაცა მსხვერპლის მოძებნა და ვიღაცაზე ხელის შეწმენდა, როცა მთელი პარლამენტი დამნაშავეებით არის გატენილი,“- ამბობს ენუქიძე.

დღის ამბები