19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატს კენჭი უნდა უყაროს

ევროპარლამენტმა დღეს ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატს კენჭი უნდა უყაროს. ურსულა ფონ დერ ლეიენი დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში პირველი ქალი გახდება, რომელიც ევროკომისიას უხელმძღვანელებს, ამისთვის მან 374 ხმა უნდა მოაგროვოს.

ფონ დერ ლეიენმა უკვე მიმართა პარლამენტარებს და საკუთარი გეგმები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას მან ილაპარაკა, როგორი პოლიტიკა ექნება ევროკომისიას სოციალურ საკითხებზე, კლიმატის ცვლილებებსა და მიგრანტებზე.

ვიდრე ევროკავშირის ლიდერები ფონ დერ ლეიენის კანდიდატურაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ, მას გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, რომელიც გასულ კვირას დატოვა.

 

დღის ამბები