04 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
"წამებში მოხდა ყველაფერი, გადატენა, მომიბრუნდა და დამიზნებით მესროლა," - 20 ივნისის ღამეს დაზარალებული, მომხდარის დეტალებს იხსენებს

დამიზნებით სროლისთვის დაკავებულ კიდევ ერთ ძალოვანს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. ბრალდების მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმშრომლისთვის პატიმრობას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, მან დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გამოძიება იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და აქციის ორი მონაწილისთვის დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. ერთ-ერთი დაზარალებული "კურიერთან" კიდევ ერთხელ იხსენებს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, თუ როგორ ესროლა მას სპეცრაზმელმა დამიზნებით.

"ავირბინე კიბეები და სპეცრაზმელებს დავუდექი წინ და ვეუბნები, ოჯახები ხომ გყავთ საკუთარ ხალხს ესე როგორ ექცევით, სირცხვილიამეთქი. მომიტრიალდა და ხელით მანიშნა, რომ გადიო. იმდენად ვიყავი გაბრაქზებული, რატომ გავიდემეთქი, რომ არ გავიდე, მესვრითქო? და წამებში მოხდა ყველაფერი, გადატენა, მომიბრუნდა და დამიზნებით მესროლა. ჩემმა ქირურგმა მითხრა, რომ ეს არ იყო რეზინის ტყვია, ეს იყო პლასტმასი ჩვეულებრივი, ლეტალური. სასწრაფო ოპერაცია ჩატარდა, 9 ტყვია ამოიღეს ბარძაყიდან. თუ ბრძანების გამცემი არ დაისაჯა, შემსრულებლის დასჯა არის ჩვეულებრივ გაწირვა შემსრულებლის,"-აცხადებს თეა მესხიშვილი.

დღის ამბები