27 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
დაკავებების ახალი სერია - სამართალდამცავებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვა აიყვანეს

დაკავების ახალი სერია - ამჯერად პროკურატურის სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვაა. რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააპატიმრებს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებას წინ უძღოდა მუქარა ოქრუაშვილის მისამართით. თავდაცვის ექსმინისტრი ამტკიცებს, რომ მას ივანიშვილის შუამავალმა უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიჭერდნენ.

ოქრუაშვილის დაცვას, კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. 

სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ, ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ამოღებულია ნივთმტკიცება - იარაღი და კობა კოშაძის დაკავება მოსამართლის განჩინებით მოხდა. 

დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს.

„რაც ვიცით ქალაქის შემოსასვლელში დააკავეს  კობა კოშაძე და როგორც გავიგეთ გამომძიებლისგან ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის, კერძს მაკაროვის ტიპის პისტოლეტის უკანონო შეძენა-შენახვას ტარებას. დაკავებულია, მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს . არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ აღმოჩნდა. ახლა მივდივართ მეორე ბინაში, ჩატარდება ჩხრეკა და იმ ჩხრეკასაც დავესწრებით. მანამდე კობას ვნახავ,“-განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

დაკავებულის მეუღლის თქმით, კობა კოშაძეს იარაღი არასდროს ჰქონია. მისი დაკავების შესახებ კი სამართალდამცავებისგან გაიგო. 

"იმყოფებოდა რაიონში და ამ დილით მოდიოდა რაიონიდან დამირეკა. და მერე გაწყდა კავშირი . ვურეკავდი და არ მიპასუხა. შემდეგ პოლიციიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მათ ჰყავდათ,"-განაცხადა კობა კოშაძის მეუღლემ. 

ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები კი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. 

დღის ამბები