23 დეკემბერი 2024,   02:42
ვრცლად
"დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი"- მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართულმა სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ჩააბარა.

"დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი, შეიძლება ითქვას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება "რუსთავი 2"-ის და მის მფლობელებს ამჟამინდელს, ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა.

"მეორე შეჩერების მექანიზმი, რომელიც აღსრულებას შეეხებოდა მოხსნილი და გაუქმებულია. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები