23 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი - მეთოფიშვილი დოლიძეს უპირისპირდება 

პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი - ეს განცხადება, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მისამართით გააკეთა. მეთოფიშვილმა დოლიძე პოლიტიზირებულობაში საბჭოს სხდომაზე დაადანაშაულა. არგუმენტად დოლიძის წინააღმდეგ მოსამართლეს, მისი თოქშოუებში მონაწილეობა და გაკეთებული განცხადებები მოჰყავს. 

სერგო მეთოფიშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს სხდომა იმის გამო დატოვა, რომ პოლიტიკურ დებატებში მიეღო მონაწილეობა. 

მისი თქმით, დოლიძე პოლიტიკურად აქტიური პირია, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატს ეწინააღმდეგება.

„საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ირჩევს საბჭო. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ამ დროს საბჭოს წევრი ტოვებს დარბაზს. როდესაც საბჭოს წევრი დგება, ტოვებს, იპარება საბჭოს სხდომიდან და მიდის ერთ-ერთ მედიაში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამით თქმულია. რისთვისაც ხელფასს უხდიან და თუ ის ნამდვილად საბჭოს წევრია, ის მართლმსაჯულების ნაწილი უნდა იყოს და აქ ის არ იყო გუშინ. მინდა ეს ცალსახად დავაფიქსირო, გავამახვილო ამაზე ყურადღება და ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება. პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი,“- განაცხადა მეთოფიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოში ხმაურის ფონზე გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები